VIDEO: საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს!
ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრები სტუმრად, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა!
გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა და საქართველო ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს.
ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.
ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი: "ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, იამაყებდა ჩვენი ნაკრებით. მატჩი არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მატჩის მეორე ნახევარში, ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ.
ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელების და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს.
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით.
ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა sჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ".
ნანახია: 341
მსგავსი სიახლეები
clickss