საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი
საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ვერცხლის მედალოსნებს - ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.
„ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა ვერცხლის მედლის შემთხვევაში, 250 ათასი ლარი – ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ, რათა ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ დამატებით აამაღლებს.
მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავ გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა, უფრო მეტიც, კიდევ უფრო გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნანახია: 861
მსგავსი სიახლეები
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
clickss