გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა
საქართველოს საფეხბურთო, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ფეხბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა, ისევე როგორც კიდევ ხუთმა სხვა მოთამაშემ. ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და მერვედფინალამდე ლიდერობდა.
თუმცა გიორგი მიქაუტაძეს „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში შემდეგ სხვები წამოეწივნენ. ქართველის გადასწრება ფინალის მონაწილეებს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჰარი კეინსა და ესპანელთა შემტევს, დანი ოლმოს შეეძლოთ. თუმცა თამაში ისე დასრულდა, თავი ვერცერთმა გამოიჩინა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საამაყო ფურცელი დაიწერა – ევრო 2024-ის თანაბომბარდირი ქართველი თავდამსხმელი გახდა.
აქვე ვიტყვით, რომ ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირის წოდება ქართველ თავდამსხმელებს მოპოვებული აქვთ – ვალერი გაგუას (3 გოლით) და სანდრო იაშვილს (4 გოლით).
ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის“ მფლობელები:
გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 (4 მატჩი)
ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 (4 მატჩი)
ჯამალ მუსიალა გერმანია 3 (5 მატჩი)
კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 (6 მატჩი)
ჰარი კეინი, ინგლისი 3 (7 მატჩი)
დანი ოლმო, ესპანეთი 3 (7 მატჩი)
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 562
მსგავსი სიახლეები
clickss