2025-09-11

14:18

საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ემზადება

სპორტი
09-07-2024 16:48

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 

12 ივლისს, ირის ანტმანის გუნდი თბილისში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე გაიმართება. 16 ივლისს, ჩვენი გუნდი ლიეტუვას ესტუმრება. შეხვედრა დრუსკინინკაიში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 

მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. 

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ),  ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველო - ბელარუსის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 10 ივლისის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება. 

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები