2025-09-11

14:18

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონს, მირანდა კაპანაძეს უმასპინძლა

სპორტი
08-07-2024 11:19
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უმასპინძლა მირანდა კაპანაძეს, პირველ ქართველ ქალ მოჭიდავეს (57 კგ), რომელმაც 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ქუთაისის თეატრი ქართველ ევროპის ჩემპიონს, რომელიც ჭიათურიდანაა, თავისი ბოლო დროის ყველაზე წარმატებული სპექტაკლით - „ჰელვერის ღამით“ დახვდა, სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე. „ჰელვერის ღამით“ თეატრალური სეზონი დაიხურა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქამდე საქართველოს ქალ მოჭიდავეთა არც ეროვნულ და არც რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს ამ რანგის შეჯიბრებაში ჩემპიონი არ ჰყოლია და ასეთ წარმატებას მირანდა კაპანაძემ მიაღწია. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა უდიდესი გამარჯვება მიულოცა მირანდა კაპანაძეს და მომავალში მეტი გამარჯვება უსურვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა პირველ ქართველ ქალ მოჭიდავეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ სამინისტრო ყველაფერს გაკეთებს ნიჭიერი სპორტსმენის ხელშეწყობისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები