2025-09-11

17:54

VIDEO: ისტორიაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს

სპორტი
27-06-2024 14:18
გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით პირველი ტაიმის მე-2 წუთზე გაიხსნა და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი ნახევარი გამარჯვებით დაასრულა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა.
ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრა პირველად მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძემ უკვე მესამე გოლი გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფში თურქეთთან შეხვედრა ანგარიშით 1:3 დათმო, ჩეხეთთან კი ფრედ 1:1 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს 30 ივნისს დაუპირისპირდება. შეხვედრა კიოლნში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თურქეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც F ჯგუფში ასპარეზობდა, გუშინ ჯგუფური ბოლო შეხვედრა ჩეხეთთან გამართა. მატჩი, თურქების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. თურქეთის ეროვნული ნაკრები გუშინდელი მატჩის შედეგებით, ჯგუფში მეორე ადგილზე, მერვედფინალში გავიდა. მერვედფინალში კი იგი, ავსტრიას დაუპირისპირდება. თურქეთის ეროვნული ნაკრები, მერვედფინალურ პირველ შეხვედრას, 2 ივლისს ლაიფციგში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები