სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024
სპორტი
11-06-2024 10:55
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და კუვეიტის 650-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
Open Georgia 2024-ს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე ესწრებოდნენ. მათ გამარჯვებული სპორტსმენებიც დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატს კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის. კონტინენტის პირველობაში 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ნანახია: 462
მსგავსი სიახლეები
clickss