საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე სარეკორდო 11 ლიცენზიით გამოვა. 10 ძიუდოისტი ინდივიდუალურ შეჯიბრში და ასევე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ოლიმპიური გუნდი (კაცები)
60კგ – გიორგი სარდალაშვილი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ტატო გრიგალაშვილი
90კგ – ლაშა ბექაური
100კგ – ილია სულამანიძე
+100კგ – გურამ თუშიშვილი
ქალები:
57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
63კგ – ეთერ ასკილაშვილი
+78კგ – სოფიო სომხიშვილი
საქართველოს ოლიმპიურ გუნდში 10 ძიუდოისტიდან ორი ოლიმპიური ჩემპიონია, ოთხი – მსოფლიო პირველობის გამარჯვებული, ხოლო ექვსი – კონტინენტის ჩემპიონი.
ნანახია: 522
მსგავსი სიახლეები
clickss