გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაცია საუკეთესო შედეგით დაბრუნდა

11-12 მაისს, პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში გამართულ გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 18 ქვეყანა და 420 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართული დელეგაცია თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგით დაბრუნდა. ქვეყნის შედეგებით საქართველომ ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა.
„ჩემპიონატზე საქართველოდან 9 სპორტსმენმა იასპარეზა. ქვეყნის შედეგებით, საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. საბოლოო ჯამში, დავბრუნდით 5 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლით, რაც ნამდვილად ძალიან კარგი და სასიხარულო შედეგია, თუმცა ამით არ რჩება ჩვენი წინსვლა და მივისწრაფით მეტი განვითარებისკენ,“ - განმარტავს საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის ადმინისტრაციის დირექტორი ნატალი ბიძინაშვილი. მისივე თქმით, ფედერაციისთვის მსგავსი შედეგები დამატებით მოტივაციას წარმოადგენს, რადგან ყოველი მსგავსი მიღწევის შემდეგ საქართველოში გოჯუ რიუ კარატით დაინტერესება იზრდება და შესაბამისად მეტი ადამიანი ერთვება იაპონური სპორტის ამ უნიკალურ სახეობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ნატალი ბიძინაშვილი აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის სხვა წარმომადგენელთნ ერთად მსაჯობდა.
ცნობისათვის, გოჯუ-რიუ ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განავითაროს ფიზიკური და შინაგანი პოტენციალი და მოიყვანოს ადამიანი ჰარმონიაში, როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. გოჯუ-რიუ კარატე, საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშ ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და მუშაობს ახალგაზრდა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.
ნანახია: 637
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss