ლაშა ტალახაძე, ირაკლი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ

პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშების ქართველ ლიცენზიანტთა რიგებს 3 ძალოსანი შეემატა: ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარიზის ოლიმპიურ ფიცარნაგზე იასპარეზებენ შოთა მიშველიძე (61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ). სეოკ-მა შესაბამისი წერილი უკვე მიიღო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან.
შოთა მიშველიძე არის მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია; ლაშა ტალახაძე მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ძალოსნობის ლიდერია - ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის შვიდ-შვიდგზის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური საგზურის მისაღებად რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო აუცილებელი. ლაშა ტალახაძე ამ რეიტინგში ლიდერობს, შოთა მიშველიძე მე-7 ადგილზეა, ხოლო ირაკლი ჩხეიძე მე-9 საფეხურზეა.
რაც შეეხება ქალთა ნაკრების ლიდერს, ანასტასია გოტფრიდს, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვევა, მიიღებს თუ არა ლიცენზიას.
აღსანიშნავია, რომ ძალოსნობაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წლის ტოკიოს თამაშებისგან განსხვავებით, სადაც შვიდ წონაში გათამაშდა მედლების კომპლექტი, პარიზში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით კაცებში და ქალებში ხუთ-ხუთ წონაში გათამაშდება მედლები. საქართველო ხუთიდან სამ წონაში იქნება წარმოდგენილი.
ნანახია: 736
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ
ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ
clickss