ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
სპორტი
24-05-2024 10:40
აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზეობები დასრულდა. საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოუტანა. მან ფინალი სამხრეთკორეელ მინჯონგ კიმთან დათმო და მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე გურამ თუშიშვილმა ალჟირელ, თურქ და ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა, გიორგი სარდალაშვილი კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია. საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
25 მაისს მედლის მოპოვებას საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა - ვერცხლის, გიორგი სარდალაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მსოფლიოს პირველობა საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა.
ნანახია: 454
მსგავსი სიახლეები
clickss