2024-12-25

19:47

რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება!

სპორტი
26-04-2024 10:58

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები, მესამე კვირაა, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გაფართოებულ შემადგენლობაში 60-მდე მოთამაშე დაასახელა, საიდანაც სამხრეთ აფრიკაში 30 გაემგზავრება.

ჩემპიონატს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასა და იტალიასთან ერთად ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვევა, რომელი ადგილისთვის განაგრძობენ ბრძოლას უმცროსი „ბორჯღალოსნები“. შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა სარეკორდო, მერვე ადგილი დაიკავა.

გუნდის მზადების შესახებ კომენტარი მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:

„ჩვენი გეგმები წინა წლის მოსამზადებელი ეტაპისგან დიდად არ განსხვავდება. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ფიტნესმომზადებას, რა თქმა, უნდა სათამაშო ელემენტების ნაზავით.

სამხრეთ აფრიკაში პირველი თამაში ირლანდიასთან გვაქვს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, მეორე შეხვედრა ავსტრალიასთან, რომლის თამაშის ვიდეოჩანაწერები მალე გვექნება, თუმცა რაც აქამდე გავიგეთ, საკმაოდ კარგი გუნდია. ჯგუფურ ეტაპს იტალიასთან მატჩით ვასრულებთ, რომლის შემადგენლობაში ბევრი ისეთი მორაგბეა, ვინც შარშანაც ითამაშა მსოფლიო თასზე და გამოცდილება მიიღეს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენც გვყავს 10 ასეთი მოთამაშე, თუმცა მათგან ერთი – გელა ხელაძე ტრავმირებულია და ჯერ არ ვიცით, ითამაშებს თუ ვერა. გელა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ არასრული დატვირთვით. გვაქვს მეორე ტრავმაც – ფეხი მოიტეხა მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა.

მთლიანობაში, ბიჭები ბევრს მუშაობენ და ყოველდღე იგრძნობა სურვილი, რომ უკეთესები გავხდეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, მზადება ძალიან კარგად მიდის, დანარჩენს კი თამაშები გვაჩვენებს. ბევრი რამ იქნება იმ მოთამაშეთა კონდიციებზე დამოკიდებული, რომელთაც ჩემპიონატი ჯერ არ დაუსრულებიათ. ისიც აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩვენ სულ სამი თამაში გვექნება ჩატარებული, ირლანდიას კი – 10“.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

ლუკა საღინაძე, ლუკა ხორბალიძე (ორივე – „ლიონი“), ლუკა კოტორაშვილი („მონპელიე“), ლუკა უნგიაძე („ნევერი“), დათო მოლაშხია, შოთა ხელაძე, ნიკა აბესაძე, ანდრო დვალი, მიხეილ ხახუბია, თორნიკე ღანიაშვილი, ნიკა აფციაური, ვანიკო ნუცუბიძე, ალექსანდრე ჯიღაური, გიორგი სპენდერაშვილი, სანდრო დარძულიძე, მიხეილ ყაჩლავაშვილი, გელა ხელაძე, ნუგზარ ქევხიშვილი, გიორგი ხაინდრავა, გიორგი ბოლქვაძე (ყველა – „ლელო“), თამაზ ჭამიაშვილი, ალექსი ზაზაძე (ორივე – „ხარები“), დავით ლაგვილავა, დავით მჭედლიშვილი (ორივე – „გრენობლი“), ონისე იოსელიანი („ორიაკი“), ბაჩუკი ბარათაშვილი, ლუკა ჭაავა, გიორგი გაბრიაძე, ოთარ მეტრეველი, თემურ ძოძუაშვილი (ყველა – „აია“). შოთა მაღლაკელიძე („მათე“), დავით მჭედლიძე („ტულონი“), მათე ღურწკაია, გიორგი გამყრელიძე, გოჩა თავართქილაძე (ყველა – „ყოჩები“), დავით ქუნთელია („პროვანსი“), გაგი მარგველაშვილი („რასინგი 92“), თემურ წულუკიძე („იუნკერები“), მურთაზ ცხადაძე („არესი“), ნიკოლოზ კუჭავა, გიორგი ჯაში, სანდრო სესიაშვილი, ლუკა კეშელავა, სანდრო მესხიძე, დავით ბარბაქაძე (ყველა – „არმია“), სანდრო მაქაცარია („არმაზი“), ირაკლი ხიდეშელი, ტარიელ ბურთიკაშვილი (ორივე – „ვეფხვები“), ლუკა სულუაშვილი („ორიაკი“), გიორგი გერგედავა („კლერმონი“), ნიკა ლომიძე („ბეიონი“), ზურა ფირცხალაიშვილი, ზურა ნინიძე, ნიკა დუმბაძე (ყველა – „ბათუმი“), ლუკა კობაური („ლეუკატე“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია;

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე.

მისამზადებელი ეტაპის ფარგლებში, მაისსა და ივნისში საქართველოს მსოფლიო რაგბის ორი გრანდი ეწვევა – საფრანგეთი და ინგლისი. საფრანგეთს 4 მაისს ვეთამაშებით, ინგლისს კი 7 და 12 ივნისს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. შეხვედრები „ავჭალაზე“ გაიმართება.

საფრანგეთი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული და ზედიზედ სამგზის ჩემპიონია (2018, 2019, 2023). 20-წლამდელთა ჩემპიონატი 3-ჯერ აქვს მოგებული (2013, 2014, 2016) ინგლისსაც.

მსგავსი სიახლეები

2024-12-23 12:14
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ,,ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი საქართველოშ

მშვიდობის ცეცხლი" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს, გადაეცემა. დღეიდან

2024-12-20 11:50
სპორტი

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი - 2025“-ის - „მშვიდობის ცეცხლის

თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა

2024-12-19 15:58
სპორტი

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო

2024-12-16 10:56
სპორტი

საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის

2024-12-13 16:00
სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საფეხბურტო ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული

clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები