2024-09-20

13:37

VIDEO/ხვიჩა კვარაცხელია: „არა აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. მთავარია ამ გადამწყვეტ მატჩში გამარჯვება ვიზეიმოთ“

სპორტი
25-03-2024 14:52

რა თქმა უნდა დადებითი ემოციებით ვხვდებით ხვალინდელ თამაშს, ვინაიდან ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვიდეო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, იგი კარგ ფორმაშია და ძალისხმევას არ დაიშურებს გამარჯვების მოპოვებისთვის. არა აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. მთავარია ამ გადამწყვეტ მატჩში გამარჯვება ვიზეიმოთ, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. 

მატჩამდე ერთი დღით ადრე, 25 მარტს, საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე კი, თამაშის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშებს. 

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე, აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო სევსამორაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია გაიმართება.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).  
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლო, იტალია).

პაპუნა ებანოიძე

მსგავსი სიახლეები

2024-09-19 17:29
სპორტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

კანდიდატთა შორის არის მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის

2024-09-18 16:01
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომა

ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად

2024-09-17 10:41
სპორტი

ქართველმა ტაეკვონდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მიიღეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე

2024-09-16 14:48
სპორტი

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა „დევისის თასზე" მექსიკა დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მომავალი წლიდან ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიოს I-ის ჯგუფის პლეი-ოფში

2024-09-13 16:48
სპორტი

დევისის თასზე წილისყრა გაიმართა - საქართველოს ნაკრები მექსიკის ნაკრებს უმასპინძლებს

ერთეულთა თანრიგის მეორე მატჩში საქართველოს მეორე ნომერს, ალექსანდრე ბაკშის მექსიკის ნაკრების პირველი ნომერი როდრიგო პაჩეო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები