2025-09-12

10:42

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია

სპორტი
25-03-2024 11:18
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს თბილისის „გრანდ სლემი“. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე კარენ გალსტიანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა გერმანელი იგორ ვანდტკე, ირლანდიელი ჯოშუა გრინი, მეოთხედფინალში - კორეელი ჰონჯეოლ კანგი, ნახევარფინალში კი ებრაელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს „გრანდ სლემზე“ მოპოვებული მეხუთე ოქროა. თბილისის „გრანდ სლემზე“ გამარჯვება მან 2022 წელსაც იზეიმა, 2021 და 2023 წელს კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. სულ ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე „გრანდ სლემზე“ მოპოვებული სხვადასხვა სინჯის 15 მედალია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის „გრანდ სლემის“ მიმდინარეობის მეორე დღეს სახელოვანი ქართველი ძიუდოისტის, ავთანდილ ჭრიკიშვილის, სპორტიდან გაცილების ცერემონია გაიმართა. ავთანდილ ჭრიკიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. ის ევროპის ჩემპიონი სამჯერ გახდა, ვიცეჩემპიონობა კი ერთხელ იზეიმა. „გრანდ სლემზე“ სხვადასხვა დროს მან სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს „გრანდ სლემზე“ გამარჯვება კარიერაში პირველად იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკლეიტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
თბილისი „გრანდ სლემს“ მეოთხედ მასპინძლობს. ტურნირი 22-24 მარტს „თბილისი არენაზე“ იმართება და მასში 83 ქვეყნის ძიუდოისტები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები