ფეხბურთი/WU17 | რუმინეთი 2:1 საქართველო
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი გამართა. 17 მარტს, სალომე ხუბულურის გუნდი რუმინეთის ასაკობრივ ნაკრებთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხა.
რუმინეთის ნაკრემბა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანა, საქართველოს ნაკრებს კი ორჯერ შეეძლო მეოტოქის კარის აღება, თუმცა ანანო წიქარიძის დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, მეორე შემთხვევაში კი, მეკარემ მოიგერია. 78-ე წუთზე წიქარიძემ სხვაობა ლამაზი გოლით შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 20 მარტს, ჯგუფის მასპინძლის, ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლისთვის A ლიგაში B ლიგის 6 ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდებიან.
ნანახია: 370
მსგავსი სიახლეები
clickss