ლაშა ტალახაძე 2023 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

სოფიაში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ევროპის და მსოფლიოს 7-7 გზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დააჯილდოვეს.
მსოფლიოს არაერთგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ძალოსნობის ევროპის ფედერაციამ (EWF) ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) წევრთა გამოკითხვის შედეგად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვაც აქვს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12-კაციანი გუნდით იასპარეზებს, მათ შორის ორი ძალოსანი ქალთა ნაკრების წევრია.
ნანახია: 642
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss