VIDEO/ერთა ლიგა 2024/25 - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
8 თებერვალს, პარიზში, ერთა ლიგის 2023/24 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა, წილიწსყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები - ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან.
უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველი და მეორე ტურის მატჩები 2024 წლის 5-10 სექტემბერს შედგება. მესამე-მეოთხე ტურის შეხვედრები 10-15 ოქტომბერს გაიმართება, მეხუთე-მეექვსე ტურის თამაშები კი, 14-19 ნოემბერს. მატჩების სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი, რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.
ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.
მარტის პლეი ოფის წინ მნიშვენლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ".
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მნიშვენლოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი.
რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა, ახლა მთავარი ამრტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ".
ერთა ლიგის წილისყრამდე პარიზში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აღმასრულებელი კომიტეტის წევრის რანგში ლევან კობიაშვილმა მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქმა ასევე უმასპინძლა უეფას 48-ე კონგრესს, რომლის მუშაობაშიც სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდნენ.
ნანახია: 488
მსგავსი სიახლეები
clickss