2025-09-12

21:17

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

სპორტი
05-02-2024 11:06
გერმანიაში, ქალაქ დესაუში, გუშინ 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით 28:17 დასრულდა.
გერმანიასთან დაპირისპირება განსაკუთრებული აღმოჩნდა „ბორჯღალოსნების“ კაპიტნის, მერაბ შარიქაძისთვის, რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეასე მატჩი ითამაშა, რითაც საქართველოს მე-7, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 97-ე ცენტურიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ დესაუში გამართული შეხვედრა სადებიუტო იყო საქართველოს ნაკრების თავკაცის, რიჩარდ კოკერილისთვის, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა. გერმანიასთან მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა გიორგი ახალაძის, ლუკა ცირეკიძის, გიორგი მამაიაშვილის, გიორგი ქართველიშვილისა და დავით ხუროშვილისთვის - მათ სანაკრებო კვართი პირველად მოირგეს.
საქართველოს ნაკრები ტურნირის ორ თამაშს მასპინძლის სტატუსით გამართავს. 10 თებერვალს ის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, 17 თებერვალს კი ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები 2-3 მარტს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ქართველებს ტურნირი თხუთმეტჯერ აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები