საქართველოს ნაკრები ჩოგბურთში, დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად ლიეტუვაში გაემგზავრა

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ჩოგბურთში დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, სადაც იგი ლიეტუვის საჩოგბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არიან: საბა ფურცელაძე, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი.
3 თებერვალს ორ მატჩი გაიმართება ერთეულთა თანრიგში, ხოლო ოთხში – ერთი მატჩი წყვილთა თანრიგში და ორი მატჩი ერთეულთა თანრიგში. მატჩები საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში გამართული მატჩის შედეგად, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა, საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის თებერვალში მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელად პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლიეტუვის ძლიერი ნაკრების დამარცხების შემთვევაში, საქართველო მსოფლიოს პირველ ჯგუფში გადავა, მარცხის შემთხვევაში კი 2024 წლის სექტემბერში მსოფლიო ჯგუფ 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.
ნანახია: 627
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss