2024-09-20

21:32

განგვონის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

სპორტი
20-01-2024 11:31

განგვონის (სამხრეთ კორეა) IV ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „კანინის ოვალმა" უმასპინძლა. აღიმართა მასპინძელი ქვეყნის დროშა, შემდეგ შედგა მონაწილე ქვეყანათა აღლუმი. საქართველოდან დროშის ტარების პატივი ერგოთ მოციგავე ლუკა მიქაბერიძეს და ტრამპლინიდან მხტომელ ესმირალდა ალიევს. აღლუმს მოჰყვა ოლიმპიური დროშის აღმართვა, შესრულდა ოლიმპიური ჰიმნი.

ახალგაზრდა ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. IOC-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდების როლზე, ასევე მოუწოდა იყვნენ პასუხისმგებლობიანები: „ახლა თქვენი დროა. თქვენ მიუყვებით მათ ნაკვალევს, ვინც შექმნა სპორტის ისტორია, ოლიმპიური მოძრაობა. მათ შორის არის პიონჩანის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

გაიღეთ საუკეთესო თქვენს პირველ ოლიმპიურ სარბიელზე. შეიძინეთ ახალი მეგობრები. პატივი ეცით საკუთარ თავს და მეტოქეს. პატივი ეცით ოლიმპიურ ღირებულებებს, წესებს.

მოხალისეებო, ახლა თქვენი ბრწყინვალების დროც არის. მადლობა ყველას.

პატივცემულო ახალგაზრდებო, მონაწილეებო, სტუმრებო, მაყურებლებო მოგმართავთ დევიზით: „სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად."

თომას ბახის შემდეგ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

წესისამებრ ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა.

თამაშების გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო „კანინის ოვალზე" ოლიმპიური ჩირაღდნის შემობრძანება და შემდეგ ოლიმპიური ცეცხლის დანთება.

გახსნის ცერემონია გაჯერებული იყო K Pop-ის მუსიკალური ნომრებით.

შეგახსენებთ, რომ განგვონის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 78 ქვეყნის 1900 - მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა) იასპარეზებს 6 სპორტსმენი.

ფიგურული ციგურაობა

1. ინგა გურგენიძე

2. კონსტანტინე სუპატაშვილი

 

ტრამპლინიდან ხტომა

1. ესმირალდა ალიევი

2. გიორგი დიაკონოვი

 

საციგაო სპორტი

1. საბა ხაჩიძე

2. ლუკა მიქაბერიძე

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ხელმძღვანელობს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

მსგავსი სიახლეები

2024-09-20 16:23
სპორტი

ეროვნული გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების კონფერენცია ბერლინში

კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო

2024-09-19 17:29
სპორტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის შვიდი კანდიდატი იბრძოლებს

კანდიდატთა შორის არის მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის

2024-09-18 16:01
სპორტი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომა

ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად

2024-09-17 10:41
სპორტი

ქართველმა ტაეკვონდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს

კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მიიღეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე

2024-09-16 14:48
სპორტი

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა „დევისის თასზე" მექსიკა დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მომავალი წლიდან ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიოს I-ის ჯგუფის პლეი-ოფში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები