პარიზი-2024-ის მშენებლობის 84 პროცენტი დასრულებულია
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 200 დღეზე ნაკლები რჩება. ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის სტარტებამდე, პარიზის-2024-ის მასპინძლები ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობით არიან დაკავებული. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მშენებლობებს, რომლებიც თავდაპირველ გრაფიკს ჩამორჩებიან. ირკვევა, რომ დაგეგმილ 89 პროცენტთან შედარებით, ამ დროისთვის სამუშაოების 84 პროცენტია შესრულებული.
„ფინიშის სწორზე ვართ, ახლა სპრინტის დროა," - ასე აფასებენ ვითარებას პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები. ოფიციალური განცხადებების თანახმად, გრაფიკში მცირედი ჩამორჩენა მალე აღმოიფხვრება და საფრანგეთი მზად იქნება 26 ივლისიდან 10 მილიონზე მეტ სტუმარს უმასპინძლოს.
ასევე ცნობილია, რომ უკვე გაყიდულია ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასასწრები 7,6 მილიონი ბილეთი. ბილეთების გარკვეული რაოდენობის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ნანახია: 813
მსგავსი სიახლეები
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
შავი ლომი ჩელენჯ თასაზე მონპელიეს დაუპირისპირდება
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
clickss