2025-09-13

01:00

VIDEO/ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სპორტი
12-01-2024 11:01

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ქართულმა წყვილმა 196.14 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს და მეხუთეები იყვნენ. მათ 124.84 ქულა დაიმსახურეს (64.73 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 61.11 – პროგრამული კომპონენტებისთვის, შეცდომისთვის ერთი ქულა დააკლდათ).

ევროპის ჩემპიონები კი იტალიელები გახდნენ – ბაკარიმ და გარისემ 199.19 ქულა დაიმსახურეს და მცირედით გაასწრეს ბერულავასა და მეტელკინას.

10 იან­ვარს მოკ­ლე პროგ­რა­მე­ბით იას­პა­რე­ზეს მა­მა­კა­ცებ­მაც. 25 ქვეყ­ნის 32 სპორ­ტსმენს შო­რის მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე ნიკა ეგა­ძე 77.00 ქუ­ლით ჯერ­ჯე­რო­ბით მე – 10 ად­გილ­ზეა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა 12 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები