2025-09-13

05:09

2024 წ. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გარეშე ჩაივლის

სპორტი
10-01-2024 12:08

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ზამთრის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც კანვონდო (კორეა) უმასპინძლებს (19 იანვარი - 1 თებერვალი), ნეიტრალური სტატუსის მქონე არცერთი რუსი და ბელარუსი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია, რომ თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ვადა დეკემბერში ამოიწურა.

„2024 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის არცერთ ნეიტრალურ სპორტსმენს არ გაუვლია კვალიფიკაცია," - იტყობინება IOC-ის პრესსამსახური.

კანვონდოში მედლების 81 კომპლექტი გათამაშდება. ახალგაზრდული თამაშების პროგრამაში შედის ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, თხილამურებით რბოლა, ბიათლონი, ციგურებით რბენა, კერლინგი, ფრისტაილი, სამთო თხილამურობა, ბობსლეი, სკელეტონი, ციგაობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან ხტომა, სათხილამურო ორჭიდი და შორტ ტრეკი.

2023 წლის 28 მარტს  IOC-ი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ და არც რაიმე კავშირში არიან  შეიარაღებულ ძალებთან თუ სამსახურებთან. ასევე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები