2025-09-13

05:15

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა საუდის არაბეთის ნაკრებთან გამართა

სპორტი
05-01-2024 11:01

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 31:26 დაამარცხა.

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელ შეკრებას სლოვენიაში გადის. საუდის არაბეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი (6) გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა. გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ კი ხუთი გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. შეჯიბრება 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თამაშები მანჰაიმში, „საპ არენაზე“ ჩატარდება.

11 იანვარი, 18:00 | ნიდერლანდები – საქართველო

13 იანვარი, 20:30 | საქართველო – შვედეთი

15 იანვარი, 18:00 | ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ექვსი ქალაქი უმასპინძლებს – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი, მიუნხენი. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გახსნითი მატჩი – დიუსელდორფში, ხოლო ფინალი კიოლნში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატს სამი დებიუტანტი ნაკრები ეყოლება: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.

მსგავსი სიახლეები

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები