2024-12-28

02:16

VIDEO/პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ჩინეთი
23-02-2024 10:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე - თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-16 14:13
ჩინეთი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს

2024-11-08 16:58
ჩინეთი

თბილისში ჩინური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "Georgia-China Xinjiang Commodity Exhibition 2024&q

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, სინძიანის პროდუქციის მე-10 გამოფენა-გაყიდვა საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის

2024-10-22 08:50
ჩინეთი

პრემიერ-მინისტრი დოკუმენტური ფილმის - „საქართველო-ჩინეთი, მესამედი საუკუნე“ პრემიერას დაესწრო

მთავრობის მეთაურმა საქართველო-ჩინეთს ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ

2024-10-11 12:30
ჩინეთი

გენადი არველაძე სიჩუანის პროვინციის მთავრობის დელეგაციას შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ურთიერთობის გაღრმავებაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის

2024-10-01 10:50
ჩინეთი

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავს, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგო

ჩვენი ქვეყნები იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის აღიარება, ტერიტორიული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები