Reuters - საბერძნეთმა დაკავებული პრორუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ პლაჰოტნიუკი მოლდოვას გადასცა
საბერძნეთმა, 1 მილიარდი დოლარის თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მოლდოველი პრორუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ პლაჰოტნიუკი მოლდოვას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვლადიმერ პლაჰოტნიუკი ექსტრადიციის შემდეგ მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში უკვე დაეშვა.
პრორუსი ბიზნესმენი, ყოფილი კანონმდებელია, ის ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, მოლდოვას ე.წ. საუკუნის ქურდობაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია, რაც 2013 წელს მოლდოვას საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობას გულისხმობდა.
პლაჰოტნიუკი 21 ივლისს დუბაიში მიმავალ თვითმფრინავში ასვლის შემდეგ, ათენის აეროპორტში დააკავეს. საბერძნეთის პოლიციამ თებერვალში ინტერპოლის მიერ გაცემული შეტყობინების საფუძველზე იმოქმედა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას 16 პასპორტი ჰქონდა, მათ შორის რუმინეთის, მექსიკის და რუსეთის.
პლაჰოტნიუკი დანაშაულს უარყოფს.
ნანახია: 281
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss