2025-11-09

20:12

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

მსოფლიო
15-09-2025 09:37

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელები რუსეთის მიმართ ზედმეტად რბილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ისინი საუბრობენ და არაფერს აკეთებენ“.

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებული იქნება იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა თავის შემზღუდველ ზომებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ნავთობის ყიდვას.

ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შეხედეთ, ევროპა - ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ, ამიტომ არ შეიძლება მოველოდეთ, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით ისეთები, ვინც სრულად გააკეთებს ამას [დავაწესებთ სანქციებს]“, — ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

მან ევროპის მიერ დაწესებული სანქციები „არასაკმარისად მკაცრად“ შეაფასა და აშშ-ის შემდგომი ქმედებებისთვის პირობა დააყენა.

„მე მზად ვარ, სანქციები დავაწესო, მაგრამ მათ თავიანთი სანქციები უნდა გაამკაცრონ იმის პროპორციულად, რასაც მე ვაკეთებ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავისი პოზიციის დაზუსტებისას, ტრამპმა დაადასტურა, რომ ის ევროპელი პარტნიორებისგან სინქრონულ ან თუნდაც დაგეგმილზე უფრო ადრეულ მოქმედებებს ელის.

„მე მზად ვარ, წინ წავიდე, მაგრამ მათაც უნდა გააკეთონ ეს. ვფიქრობ, გააკეთებენ, მაგრამ ახლა ისინი საუბრობენ და არაფერს აკეთებენ“, — აღნიშნა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ ევროპელებთან შეთანხმება რუსული საქონლის შესყიდვების სრულად შეწყვეტას ეხებოდა.

„შეთანხმება არის – იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ჩემთვის სულ ერთია – მათ [ევროპელებს] არ უნდა ეყიდათ რუსეთისგან“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როდესაც ჟურნალისტებმა მას რუსეთისთვის სერიოზული სანქციების დაწესების შესახებ მისი დაპირება შეახსენეს, ტრამპმა დაჟინებით განაცხადა, რომ როდესაც ისინი ამოქმედდება, სანქციები „ძალიან, ძალიან ძლიერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები