დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსახლკარო ადამიანებმა ვაშინგტონი უნდა დატოვონ.
„უსახლკაროები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ. ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. კრიმინალებო, თქვენ გადასვლა არ გჭირდებათ, ციხეში ჩაგსვამთ იქ, სადაც თქვენი ადგილია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
„თეთრ სახლში პრესკონფერენცია გვექნება. ვაპირებ, რომ ჩვენი დედაქალაქი ისეთი უსაფრთხო და ლამაზი გავხადო, როგორც არასდროს ყოფილა“, - დაწერა ტრამპმა.
ნანახია: 532
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss