2025-09-19

00:15

რუსეთმა უკრაინაში ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

მსოფლიო
08-05-2025 14:45

მოსკოვმა 11 მაისამდე დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და გააფრთხილა, რომ უკრაინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში „შესაბამის და ეფექტურ პასუხს“ გასცემდნენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

რუსეთის ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად ამოქმედდა და დაგეგმილია, რომ 11 მაისის შუაღამემდე გაგრძელდება.

მოსკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს ღამით გამოაცხადა საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტა გამარჯვების დღის 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების პერიოდში. გამარჯვების დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას ეძღვნება.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ზელენსკიმ უცხოელი სტუმრები გააფრთხილა, არ ჩასულიყვნენ მოსკოვში და არ მიეღოთ მონაწილეობა დღესასწაულებში, და განაცხადა, რომ "ამ სტუმრების უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემდა".

მოსკოვმა ეს განცხადებები „მუქარად“ შეაფასა.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააფრთხილა, რომ თუ უკრაინული მხარე ცეცხლის შეწყვეტას დაარღვევს, რუსეთის შეიარაღებული ძალები „შესაბამის და ეფექტურ პასუხს“ გასცემენ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები