აშშ უკრაინაში მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „სისხლისღვრის შესაჩერებლად“ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა და ორივე ლიდერს მუდმივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
რუსეთის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს უკრაინაში ომის სრულად შესაჩერებლად მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „როგორც მივხვდი, ვლადიმერ პუტინმა დღეს დილით დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შემოგვთავაზა. (აშშ-ის) პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, სიკვდილისა და სისხლისღვრის შესაჩერებლად, სურს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა. ის ოპტიმისტურადაა განწყობილი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა რეალისტურადაც უდგება საკითხს.“
კვირის ბოლოს პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის დროს პრეზიდენტ ტრამპის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მითითებით, ლევიტმა დაამატა: „ორივე ლიდერი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა ამ სიტუაციიდან გამოსავალი განიხილონ. პრეზიდენტის შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან აჩვენებს, რომ ის დიდ ძალისხმევასა და დროს ხარჯავს ამ საკითხზე, რადგან მას სურს იყოს მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი.“
მაშინ როცა მოსკოვი ემზადება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად, ორშაბათს პუტინმა უკრაინაში ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. რუსმა ლიდერმა ბრძანა, რომ უკრაინაში ყველა სამხედრო მოქმედება შეჩერდეს 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.
უკრაინამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მოსკოვს მშვიდობა სურს, უკრაინაში მტრული მოქმედებები „დაუყოვნებლივ“ უნდა შეწყვიტოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ X-ზე გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „თუ რუსეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. რატომ უნდა ველოდოთ 8 მაისამდე? თუ ცეცხლის შეწყვეტა ახლავეა შესაძლებელი და 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ეს იქნება ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა და არა მხოლოდ ცერემონიისთვის.“
სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს „მუდმივ, მდგრად და სრულ“ ცეცხლის შეწყვეტას და დასძინა: „ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ, სულ მცირე 30 დღეა.“
ნანახია: 450
მსგავსი სიახლეები

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
clickss