საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში ევროპოლმა მსოფლიოში ყველზე დიდი პლატფორმა დახურა, სადაც ბავშვების პორნოგრაფიული მასალა ვრცელდებოდა

საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა ვებგვერდი „ქიდფლიქსი“დახურეს. როგორც ევროპოლი მიუთითებს, საუბარია მსოფლიოში ყველზე დიდ პლატფორმაზე, სადაც ბავშვების პორნოგრაფიული მასალა ვრცელდებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული ვებგვერდის მომსახურებით 1,8 მილიონი პედოფილი სარგებლობდა.
„ჩვენ ძლიერი დარტყმა მივაყენეთ ბავშვების პორნოგრაფიას. ეს არის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი დარტყმა“, – განაცხადეს ბავარიის მიწის პოლიციის წარმომადგენლებმა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, აღნიშნულ ვებგვერდთან წვდომა 180 დოლარი ღირდა.
პლატფორმაზე განთავსებული იყო ფოტო/ვიდეო მასალა, რომლებშიც ბავშვებზე ძალადობა იყო ასახული. გამოძიებამ ამ დროისთვის 1400 ეჭვმიტანილი გამოავლინა, 79 პირი დააკავეს.
საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე ალბანეთი, ახალი ზელენდია და სხვა ქვეყნები.
გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა 31 ქვეყანაში მდებარე ობიექტებში.
ეჭვმიტანილების საცხოვრებელი ადგილებიდან ამოღებულია ინფორმაციის შემნახველი ათასობით ციფრული მოწყობილობა და კომპიუტერები.
ეჭვმიტანილებს შორის არიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც ვებგვერდზე პორნოგრაფიულ მასალას ტვირთავდნენ, არამედ ვინც ამ ფოტო/ვიდეოს ეცნობოდა და ბავშვებზე ძალადობაში მონაწილეობდა.
გამოძიების ფარგლებში ევროპოლმა დაცვის ქვეშ აიყვანა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი 39 არასრულწლოვანი.
სამართალდამცავების ინფორმაციით, „ქიდფლიქსი“ 2021 წელს შეიქმნა და მსოფლიოში ყველაზე დიდი პლატფორმა იყო, სადაც ბავშვების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალა ვრცელდებოდა.
2025 წლის მარტში გერმანელმა და ჰოლანდიელმა გამომძიებლებმა ვებგვერდის სერვერი ამოიღეს, რომელზეც ბავშვების პორნოგრაფიის ამსახველი 72 000 ვიდეო ინახებოდა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 184
მსგავსი სიახლეები

სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მინსკის ჯგუფის დაშლასაც მოიცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს წინადადება წამოაყენა აზერბაიჯანთან სამშვიდობო

ჩინეთმა კიბერჯაშუშობისთვის ამერიკის სამი მოქალაქე ძებნილთა სიაში შეიყვანა
ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შეტევები განხორციელდა NSA-ს „სპეციალური წვდომის ოპერაციების

დონალდ ტრამპის საბაჟო გადასახადების გადავადების შემდეგ აზიური აქციების ფასი გაიზარდა, ოქრომ კი მოიმა
აზიის საფონდო ბირჟები გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ელექტრონულ პროდუქტებზე საბაჟო

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ტიშის თქმით, ვერტმფრენმა კონტროლი დაკარგა ჯორჯ ვაშინგტონის ხიდთან ახლოს შემობრუნებისა და ნიუ-ჯერსის

ამერიკის შეერთებული შტატები-რუსეთის ნორმალიზების მორიგი შეხვედრა სტამბოლში
რუსული მხარე აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების გამო დიპლომატებისთვის ხელფასების გადახდაშიც
clickss