2025-09-05

00:56

კომპანია Intuitive Machines-მა მთვარეზე გაგზავნა კოსმოსური ხომალდი იმ კრატერების შესასწავლად, რომლებიც არასდროს ხედავენ მზეს

მსოფლიო
28-02-2025 11:40

ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოსმოსური კვლევითი კომპანია Intuitive Machines-მა მთვარეზე გაგზავნა კოსმოსური ხომალდი იმ კრატერების შესასწავლად, რომლებიც არასდროს ხედავენ მზეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართულიიტყობინება.

კოსმოსური ხომალდი სახელად „ათენა“ გაშვებულ იქნა ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსურ ცენტრიდან, მილიარდერი ბიზნესმენის ილონ მასკის SpaceX-ის მიერ წარმოებული Falcon 9 რაკეტით.

აპარატი დაეშვება მთვარის სამხრეთ პოლუსზე მდებარე კრატერის დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე, რომელიც არასდროს იღებს მზის სხივებს, რათა დაადგინოს, არის თუ არა იქ ყინული, წყალი ან აირი.

თუ კრატერებში ყინული აღმოჩნდება, სამომავლოდ იგეგმება ამ ყინულის გამოყენება წყლის, ჟანგბადისა და რაკეტის საწვავის წარმოებისთვის.

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს (NASA) თანახმად, ათენას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებაში.

მოსალოდნელია, რომ კოსმოსური ხომალდი 6 მარტს შევა მთვარის ორბიტაზე.

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები