პანამა ტოვებს ჩინეთის „სარტყელი და გზა“ ინიციატივას

პანამის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ ქვეყანა გამოდის ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივიდან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.
ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე მულინომ განაცხადა, რომ პანამის ელჩმა პეკინში უკვე წარუდგინა ჩინეთს შესაბამისი დოკუმენტი, ხელშეკრულების პირობების თანახმად, „90 დღით ადრე გასვლის შეტყობინების“ შესახებ.
მულინომ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად მისია, განაცხადა: „არ ვიცი, რას ეყრდნობოდნენ ისინი, ვინც მაშინ ეს ხელშეკრულება გააფორმეს ჩინეთთან. რა შესანიშნავი რამ მოუტანა ამ ყველაფერმა პანამას ამდენი წლის განმავლობაში? რა სარგებელი მოუტანა „სარტყელი და გზის“ ინიციატივამ ქვეყანას?“
მხარეებს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. შემდეგი განახლება დაგეგმილი იყო 2026 წლისთვის, თუმცა ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება სამი თვით ადრე შეტყობინების პირობით.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თავისი 2 თებერვლის ვიზიტისას პანამაში განაცხადა, რომ საჭიროა ჩინეთის გავლენის შემცირება პანამის არხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში „საჭირო ზომები" იქნება მიღებული.
მულინოს განცხადებით, პანამის არხის სუვერენიტეტი არ ექვემდებარება განხილვას, ასევე მან აცნობა რუბიოს, რომ პანამა არ გააგრძელებს 2017 წელს ჩინეთთან დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს „სარტყელი და გზის" ინიციატივის ფარგლებში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის პირველ გამოსვლაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ასევე ახსენა ადრე წამოჭრილი საკითხი „პანამის არხის დაბრუნების“ შესახებ, განაცხადა: „ჩინეთი მართავს პანამის არხს. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია, პანამას გადავეცით და ახლა ვიბრუნებთ.“
ნანახია: 703
მსგავსი სიახლეები

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში
clickss