2025-01-30

09:11

2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის

მსოფლიო
27-01-2025 12:56

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2024 წელს მთელ მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის და ამ მაჩვენებლით საერთაშორისო ტურიზმის სექტორმა გადალახა თავისი ისტორიის ყველაზე მძიმე კრიზისი - კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდი (2020-2021).

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რომლის სათაო ოფისი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარეობს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდით (დაახლოებით 140 მილიონით მეტი) 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა საერთაშორისო მასშტაბით, რითაც მოხდა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან დაბრუნება.

კოვიდ-19-ის პანდემიამდელი 2019 წლისა და 2024 წლის მაჩვენებლების შედარების მიხედვით, ვიზიტორთა ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში.

გასულ წელს ახლო აღმოსავლეთს 95 მილიონი (32%-იანი ზრდა 2019 წელთან შედარებით), აფრიკას 74 მილიონი (7%-იანი ზრდა) და ევროპას 747 მილიონი (1%-იანი ზრდა) ადამიანი ეწვია.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თავის შეფასებაში განაცხადა: „გლობალურმა ტურიზმმა 2024 წელს დაასრულა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი. გასული წლის მონაცემებით, ბევრ ადგილას ტურისტების ჩამოსვლები და განსაკუთრებით შემოსავლები 2019 წელთან შედარებით უფრო მაღალია“.

პოლოლიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ტურიზმში ძლიერი მოთხოვნის გავლენით ზრდის გაგრძელებას მოელიან 2025 წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

2025-01-27 16:24
მსოფლიო

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ეროვნული და რეგიონული

2025-01-27 12:56
მსოფლიო

2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის

კოვიდ-19-ის პანდემიამდელი 2019 წლისა და 2024 წლის მაჩვენებლების შედარების მიხედვით, ვიზიტორთა

2025-01-27 12:41
მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ) შეაჩერა ყველა საგარეო დახმარება

განცხადებაში, სადაც დახმარების გადახედვა და რეგულირება „მორალურ ვალდებულებად“ არის მიჩნეული

2025-01-25 14:09
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინშია

პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრაზე პესკოვმა განაცხადა: „პუტინი მზადაა. ჩვენ აშშ-დან სიგნალს ველოდებით

2025-01-22 17:17
მსოფლიო

თურქეთის ბოლუ ქართალქაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა სხვა მინისტრებთან ერთად, განცხადება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები