2025-02-05

18:54

2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მსოფლიო
12-01-2025 14:59

2024 წელს მიწისძვრებმა, ქარიშხლებმა და სხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას.

გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში ბუნებრივი კატასტროფების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ბუნებრივმა კატასტროფებმა გამოიწვია 320 მილიარდი დოლარის გლობალური ეკონომიკური ზარალი, საიდანაც 140 მილიარდი დოლარი იყო დაზღვეული.

ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 11 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქარიშხალმა „ჰელენმა“ ყველაზე მეტი ზარალი გამოიწვია.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის 93% კლიმატურ კატასტროფებზე მოდიოდა.

სექტემბერსა და ოქტომბერში აშშ-ში მომხდარი ქარიშხლები „ჰელენი“ და „მილტონი“ გასული წლის ყველაზე დამანგრეველი კატასტროფები იყო.

ქარიშხალი „ჰელენი“ 2024 წლის ყველაზე დიდი ზარალის მომტანი ბუნებრივი კატასტროფა იყო - 56 მილიარდი დოლარის ზარალით, საიდანაც 16 მილიარდი დოლარი სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს.

მსგავსი სიახლეები

2025-02-05 12:06
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა განმარტა თუ რა შემთხვევაში გააგრძელებს ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ მას მიანიშნა, რომ ღიაა ტრამპის

2025-02-03 14:12
მსოფლიო

პანამაში ჩასულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეხვედრა გამართა პანამის პრეზიდენტ ხოსე რაულ

ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში აშშ გააფრთხილებს, რომ მიიღებს საჭირო ზომებს.

2025-01-31 14:09
მსოფლიო

დადგინდა, რომ მრავალმა მცენარეთა და ცხოველთა სახეობამ სხვადასხვა ფაქტორების გამო დაკარგა გენეტიკური

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვა გლობალურად ხდება და შეიძლება

2025-01-30 11:54
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავი შვეულმფრენს შეეჯახა

American Airlines-ის კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავი და სამხედრო შვეულმფრენი შეჯახების შემდეგ

2025-01-27 16:24
მსოფლიო

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ეროვნული და რეგიონული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები