2025-09-08

15:34

აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა!

მსოფლიო
25-12-2024 15:21

აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

„საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

სამგზავრო თვითმფრინავი, Embraer 190, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში მიფრინავდა.

თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელმაც კასპიის ზღვის თავზე "SOS" (საგანგებო) სიგნალი გააგზავნა, ცდილობდა საგანგებო დაშვებას ყაზახეთის აქტაუს აეროპორტში, რა დროსაც ჩამოვარდა.

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები