2025-09-08

15:39

ევროპული საბჭო: საქართველოს მთავრობის ქმედებები „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“

მსოფლიო
24-12-2024 13:09

ბრიუსელში ჩატარებულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, რადგან ისინი „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“.

საბჭოს მიერ მიღებულ დასკვნებში ევროკავშირის ლიდერებმა სინანული გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო,  შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. 

მათ ასევე მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან.  ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – ნათქვამია საბჭოს დასკვნებში.

გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება მისი ქმედებების ახლანდელ კურსს შეცვლის.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპული საბჭოს დასკვნები

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები