რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ ჩარლზ ბრაუნს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სატელეფონო საუბარი 27 ნოემბერს გაიმართა.
საუბარი რუსული მხარის მოთხოვნით შედგა, რომლის დროსაც აშშ-ს მხარეს ინფორმაცია მიეწოდა რუსული ჯარების მაღალი სიზუსტის რაკეტების სამხედრო წვრთნების შესახებ, რომელსაც ისინი ხმელთაშუა ზღვაში გამართავენ.
აღინიშნა, რომ საუბრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინათ შესაძლო ინციდენტები აშშ-სა და ნატოს გემებთან, რომლებიც სავარჯიშო ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.
ადრე იყო ცნობილი, რომ რუსეთი 1-3 დეკემბრის პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავდა, რომლის დროსაც მაღალი სიზუსტის რაკეტებს გამოიყენებდა.
ნანახია: 692
მსგავსი სიახლეები

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში
clickss