2025-09-09

09:05

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელება

მსოფლიო
04-12-2024 16:04

“შეშფოთებული ვადევნებ თვალყურს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ  ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას” - განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ.

“ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების მიერ მონახულებული 201 ადამიანიდან უმრავლესობა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, მათ შორის, დაპატიმრების შემდგომ. უმეტესობას აღენიშნება დაზიანებები სახეზე, თვალზე და თავზე, რაც ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებს. 29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა დაცვის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ასახავს, რომ სულ მცირე 35 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გახდა სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი და ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. რაც შეეხება წყლის ჭავლების და წიწაკის სპრეის ფართოდ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ზომა და უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს. გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ. მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა შეუნარჩუნდეთ თავისუფლად შეკრების უფლება.

აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ბრალდება სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკულად გამოიძიონ  და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. უფრო მეტიც, ყველა სამართალდამცავმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო  სტანდარტებით.

ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციის ლეგიტიმური უფლების განხორციელების გამო არიან დაკავებულნი. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მისი ვალდებულება და ჟურნალისტებისთვის უზრუნველყოს საზოგადოებრივი შეკრებების თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების შესაძლებლობა. მე გავაგრძელებ ამ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს და ამ საკითხების საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვას.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1378

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები