2025-07-06

06:45

NATO-მ რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა

მსოფლიო
27-11-2024 18:32

NATO-მ რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართულიაქვეყნებს ინფორმაციას.

NATO-ს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, NATO-უკრაინის საბჭო ბრიუსელში ელჩების დონეზე შეიკრიბა, რუსეთის მიერ არაბირთვული ჰიპერბგერითი აღჭურვილობის მქონე ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ.

ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაკავშირებულმა უკრაინის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებმა NATO-ს ელჩებს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე, რომლის დროსაც გამეორდა მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი, აღინიშნა, რომ ქალაქ დნეპრზე თავდასხმა განიხილება, როგორც "უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის დატერორება და მათი დაშინების მცდელობა, მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის უკანონო და დაუსაბუთებელი აგრესიის წინააღმდეგ".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქმედებები "ვერ შეცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას და ვერ აიძულებს NATO-ს მოკავშირეებს შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა".

მომდევნო NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, 3-4 დეკემბერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინამ ამერიკული წარმოების გრძელი რადიუსის სახმელეთო ტაქტიკური საარტილერიო სისტემების (ATACMS) რაკეტებით თავდასხმა მოაწყო რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ რუსულმა არმიამ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში წარმოებული გრძელი მანძილის იარაღის გამოყენებაზე პასუხად, თავდასხმა მოაწყო დნეპრის ერთ-ერთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე, რა დროსაც საბრძოლო პირობებში გამოიცადა რუსული საშუალო რადიუსის არაბირთვული ჰიპერბგერითი საშუალებებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტა.

პუტინმა ასევე დაამტკიცა დოქტრინა, რომელიც იძლევა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემთხვევაში ბირთვული იარაღით პასუხის გაცემის საშუალებას.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

2025-05-19 15:45
მსოფლიო

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

2025-05-16 12:49
მსოფლიო

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის

ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

2025-05-15 16:52
მსოფლიო

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში

ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები