2024-12-21

22:54

COP29 ბაქოში: ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ამბიციური ფინანსური და საინვესტიციო მიზნების დასახვით აგრძელებს

მსოფლიო
14-11-2024 15:16

ბაქოში 11 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია, COP29, დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ გლობალურ ღონისძიებაზე ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის აღსასრულებლად, რაც გლობალური საშუალო ტემპერატურის 1.5°C-ზე რაც შეიძლება ნაკლებად აწევას გულისხმობს. 

„კლიმატის ცვლილება კვლავ რჩება იმ გამოწვევად, რომელსაც საზღვრები არ აქვს და მზარდად ვნებს ადამიანებსა და მათ სარჩოს მთელ ევროპასა და მსოფლიოშიც“, ვკითხულობთ ევროკომისიის პრესრელიზში. 

COP29-ის მოლაპარაკებებზე ევროკავშირისგან წარდგენილ გუნდს კლიმატური გადაწყვეტების კომისარი, ვოპკე ჰუკსტრა წარუძღვება. მის გვერდით ასევე იქნებიან ენერგოკომისარი კადრი სიმსონი და ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხების კომისარი, ილიანა ივანოვა.


რა არის COP? რატომ არის კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის ასეთი მწვავე პრობლემა? და როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ამ მიმართულებით? ამ კითხვებზე პასუხების გასაგებად ეწვიეთ EU NEIGHBOURS EAST პროგრამის საიტზე განთავსებულ ფაქტებსა და სპეციალურ გვერდს, პლანეტაზე ზრუნვა


COP29-ზე პარიზის შეთანხმების მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გლობალური ფინანსური ნაკადები სულ უფრო მეტად ემსახურებოდეს პარიზის შეთანხმების მიზნებს. შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა კი ფინანსების კუთხით „ახალი კოლექტიური რაოდენობრივი მიზნის“ (NCQG) მიღებით გახდება შესაძლებელი. დღეისთვის საერთაშორისო კლიმატური დაფინანსების ყველაზე დიდი შემავსებელი ევროკავშირია, რომელმაც 2023 წელს ამ მიზნით საჯარო წყაროებიდან 28.6 მილიარდი ევრო გაიღო. მან, დამატებით, კერძო დაფინანსებით გამოყო 7.2 მილიარდი ევრო განვითარებადი ქვეყნებისთვის, რათა მათ სათბურის აირების ემისიის შემცირება და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტირება შეძლონ.

ამ წლის მოლაპარაკებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია წინა წელს დუბაიში შეთანხმებული გლობალური ენერგომიზნებისადმი ერთგულების დადასტურება. ეს მიზნები მოიაზრებს წიაღისეული საწვავების გამოყენებაზე უარის თქმას, განახლებად ენერგიაში ინვესტირების გასამმაგებას და ენერგოეფექტიანობის ზომების გაორმაგებას 2030 წლისთვის. მოლაპარაკებებზე ევროკავშირისგან წარდგენილი გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ მომავალ წელს ყველა მხარემ წარადგინოს ამბიციური ძალისხმევა „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების“ (NDCs) სახით. დამატებით, ევროკავშირის გუნდი პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული  ნახშირბადის საერთაშორისო ბაზრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზეც იმუშავებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:52
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში

2024-12-17 14:31
მსოფლიო

მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული

რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი

2024-12-13 15:34
მსოფლიო

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ

2024-12-12 11:07
მსოფლიო

რამდენად საშიშია ხელოვნური ინტელექტი ბავშვებისთვის?

ოჯახის მიერ გადაღებულ ეკრანზე აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტმა ბავშვს სევდასთან გამკლავებისთვის საკუთარი

2024-12-11 13:23
მსოფლიო

დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან

რეგულაციის თანახმად, თუ ფრენები ტექნიკური და ოპერატიული მიზეზების გამო შეფერხდა და მგზავრები დაგეგმილ საბოლოო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები