2024-12-22

11:18

სამხრეთ კორეის მთავრობა მარტოობასთან საბრძოლველად მილიონობით დოლარს დახარჯავს

მსოფლიო
28-10-2024 15:15

სამხრეთ კორეის მთავრობა მარტოობასთან საბრძოლველად 327 მილიონ დოლარს დახარჯავს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

დედაქალაქ სეულში, ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ისეთი ქალაქის შესაქმნელად, სადაც არავინ იქნება მარტო“, ხუთი წლის განმავლობაში დახარჯავს 451.3 მილიარდ ვონს (დაახლოებით 327 მილიონ დოლარს).

ახალი ინიციატივები მოიცავს 24/7 მარტოობის კონსულტანტებს, ონლაინ საკონსულტაციო პლატფორმებს, პირისპირ ვიზიტებსა და კონსულტაციებს.

სეულის მერმა ო სე-ჰუნმა განაცხადა: „მარტოობა და იზოლაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა, ეს არის ამოცანა, რომელიც საზოგადოებამ ერთად უნდა გადაჭრას. ჩვენ მოვახდენთ მთელი მუნიციპალური შესაძლებლობების მობილიზებას მარტოხელა ადამიანების დასახმარებლად“.

ქალაქის ხელისუფლება ასევე გეგმავს გაფართოებულ ფსიქოლოგიურ მომსახურებას, მწვანე სივრცეებს, კვების გეგმებს ხანდაზმული მაცხოვრებლებისთვის, სპეციალურ „საძიებო სისტემას“ დახმარების საჭიროების მქონე მარტოხელა მაცხოვრებლების გამოსავლენად და აქტივობებს, რომლებიც წაახალისებს ადამიანებს გარეთ გასვლისა და სხვებთან კონტაქტის დამყარებას.

თავის მხრივ, ექსპერტები მიესალმებიან ამ ზომებს და აღნიშნავენ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს.

სამხრეთ კორეაში მარტოხელა სიკვდილიანობის რიცხვი 2011 წელს 682-დან 2021 წელს 3378-მდე, 2022 წელს 3559-მდე, გასულ წელს კი 3661-მდე გაიზარდა.

მარტოხელა გარდაცვლილთა უმრავლესობა მამაკაცია და მათი ასაკი 50-60 წელს შეადგენს.

სამხრეთ კორეა არ არის მარტო მარტოობასთან ბრძოლაში.

მარტოობასთან საბრძოლველად შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობს იაპონიაც.

ქვეყანაში, 2021 წელს დაინიშნა მარტოობისა და იზოლაციის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრი.

2023 წელს მთავრობამ შეიმუშავა ყოვლისმომცველი გეგმა მარტოობის პრევენციისა და მართვისთვის.

მსგავსი სიახლეები

2024-12-18 11:52
მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინი კვლავ იმუქრება

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ NATO ამაგრებს სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან ახლოს და აღნიშნა, რომ ევროპაში

2024-12-17 14:31
მსოფლიო

მოსკოვში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარ აფეთქებაში გარდაიცვალა შეიარაღებული

რუსეთის გამოძიების კომიტეტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიაზანის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელი

2024-12-13 15:34
მსოფლიო

კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი: „ზელენსკიმ ორბანის შეთავაზება უარყო“

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საუბარი გაიმართა ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ

2024-12-12 11:07
მსოფლიო

რამდენად საშიშია ხელოვნური ინტელექტი ბავშვებისთვის?

ოჯახის მიერ გადაღებულ ეკრანზე აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბოტმა ბავშვს სევდასთან გამკლავებისთვის საკუთარი

2024-12-11 13:23
მსოფლიო

დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან

რეგულაციის თანახმად, თუ ფრენები ტექნიკური და ოპერატიული მიზეზების გამო შეფერხდა და მგზავრები დაგეგმილ საბოლოო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები