ნატოს ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება

ნატომ გამოაცხადა, რომ ყოველწლიური ბირთვული წვრთნები "Steadfast Noon" დღეს იწყება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ნატოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 კვირიან წვრთნებს 60-ზე მეტი თვითმფრინავი შეუერთდება.
წვრთნებში, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის თავზე მოხდება სასწავლო ფრენები, ბირთვული რაკეტების გადამზიდი აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებიც მიიღებენ მონაწილეობას.
განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აღნიშნა: „ბირთვული შეკავება მოკავშირეთა უსაფრთხოების ქვაკუთხედია. Steadfast Noon, ეს არის ალიანსის ბირთვული შეკავების მნიშვნელოვანი გამოცდა. ნატო ყველა მტერს ნათელ მესიჯს უგზავნის, რომ იგი ყველა მოკავშირეს დაიცავს“.
ნატოს ბირთვული წვრთნები, ყოველი წლის ოქტომბერში იმართება.
წლევანდელი წვრთნები მოიცავს ფრენებს საჰაერო სივრცეში დანიის, ინგლისისა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე, მასპინძელი ქვეყნების ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით.
ნანახია: 758
მსგავსი სიახლეები

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში
clickss