Meta რუსულ მედია ქსელებს კრძალავს!

Facebook-ის და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედია ქსელებს აკრძალავს რა, გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის საქმიანობა“ დაასახელა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta-ს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დეტალური განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. ჩვენი გადაწყვეტილებით RT-ს და სხვა მედიასაშუალებებს აეკრძალებათ ჩვენი აპლიკაციების გამოყენება, გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო“.
ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა რუსეთის სახელმწიფო არხ RT-სთან დაკავშირებულ 3 ინსტიტუტსა და 2 პირის მიმართ, იმ მოტივით, რომ ისინი ეწევიან „დესტაბილიზაციის“ საქმიანობას უცხო ქვეყნებში და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ მოსკოვს, უკრაინაში წარმოებულ ომთან მიმართებაში.
აშშ-ს დაზვერვამ დაასკვნა, რომ რუსეთი ცდილობდა ჩარეულიყო ქვეყანაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში RT-ს და სხვა მედია ინსტიტუტების მეშვეობით, მოსკოვმა კი უარყო ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ.
ნანახია: 683
მსგავსი სიახლეები

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი
clickss