გაერო: „უკრაინის ომში 11 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) განაცხადა, რომ 11 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ომში და მოუწოდა წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ემზადებიან გენერალური ასამბლეის 79-ე სესიისთვის, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, ეკვადორისა და საფრანგეთის მოთხოვნით სხდომა გაიმართა.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში ჯოის მსუიამ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ვითარება უარესდება.
მსუიამ განაცხადა, რომ უკრაინის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციების შედეგად 130 ათასი ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა.
მსუიამ აღნიშნა, რომ აქაც განხორციელდა თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად განადგურდა.
„ყველა მხარემ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. რეგიონში სამხედრო აქტივობების ზრდა ამძიმებს ჰუმანიტარულ ოპერაციებს და საფრთხეს უქმნის შესაბამის სამუშაოებს. მიმდინარე წელს, 1,4 მილიარდი დოლარი იქნა შეტანილი უკრაინისთვის გამოცხადებულ ჰუმანიტარულ დახმარების ფონდში. რა თქმა უნდა ეს არასაკმარისია, რადგან 14,6 მილიონ ადამიანს ესაჭიროება დახმარება მთელ უკრაინაში“, განაცხადა მსუიამ.
ნანახია: 735
მსგავსი სიახლეები

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი
clickss