აშშ-ში ლიცეუმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ლიცეუმში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 დაშავდა, ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე, ჯორჯიის შტატში, ქალაქ უინდერის აპალაჩის ლიცეუმში სროლის ხმა გაისმა.
ამის შემდეგ სკოლაში მისულმა პოლიციის ჯგუფებმა ინციდენტი შეიარაღებულ თავდასხმად შეაფასეს და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მიიღეს.
მომხდარის შესახებ ჯორჯიის გამოძიების ბიუროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 9 დაშავდა.
ბაროუს შერიფმა, ჯუდ სმიტმა, მომხდარის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: "არის ბევრი დაშავებული და ეჭვმიტანილი დაკავებულია".
მეორეს მხრივ, უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, CNN-თან საუბრისას განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი 14 წლის ბიჭია, მაგრამ მისი ვინაობის შესახებ დეტალები არ გაავრცელეს.
თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა უსაფრთხოების მრჩევლებმა და რომ ადმინისტრაციამ მყისიერი კონტაქტი დაამყარა როგორც ფედერალურ, ისე სახელმწიფო დონეზე ოფიციალურ პირებთან.
ბაიდენმა, რომელმაც მოგვიანებით წერილობითი განცხადება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით, მიუსამძიმრა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ ღრმა მწუხარებას განიცდის თავდასხმის გამო.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დეტალური შემოწმება იარაღის გაყიდვის დროს და კონგრესს „იარაღის გაყიდვის სამართლებრივი რეგულაციის“ გატარებისკენ მოუწოდა.
ნანახია: 810
მსგავსი სიახლეები

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“
მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი
clickss