მეთიუ მილერი - საქართველოს მთავრობა განაგრძობს შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას, გვაშფოთებს კანონის აღსრულება ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა
საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას, რაც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი გრძელდება.
„საქართველოს მთავრობა ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით განაგრძობს მოძრაობას. მიმართულებით, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც, ვიცით, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.
როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მრავლისმომცველი გადახედვის პროცესი და ამ პროცესის ფარგლებში, აშშ-მა უკვე მიიღო გარკვეული ზომები. ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები ათობით ინდივიდს და მათ ოჯახების წევრებს, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებსა და სხვა კერძო პირებს. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა. ამჟამად მიმდინარეობს გადახედვის პროცესის მეორე ნაწილი, თუმცა მე არ ვაპირებ, ვისაუბრო შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მილერმა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 406
მსგავსი სიახლეები
clickss