2025-09-11

03:25

აზერბაიჯანს BRICS-ში გაწევრიანება სურს

მსოფლიო
21-08-2024 13:08

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ BRICS-ის წევრობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

მათი ცნობით, თავის განცხადებაში ჰაჯიზადემ აღნიშნა: „აზერბაიჯანმა ოფიციალურად მიმართა BRICS-ის წევრობისთვის“.

3-4 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოთა მეთაურთა სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების ერთობლივი დეკლარაცია“ მიიღეს.

დეკლარაციაში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს გაწევრიანდეს BRICS-ში და რომ ჩინეთი მიესალმა ამ თხოვნას.

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის აზერბაიჯანში 18-19 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის გაწევრიანებას BRICS-ში.

მსგავსი სიახლეები

2025-09-10 15:19
მსოფლიო

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

მარკ რუტე - რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „უგუნური საქციელია“

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები