„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის (mpox) გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაუდებელი დახმარების კომიტეტის რეკომენდაცია, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებას.
გებრეიესუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული საგანგებო კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გააკეთა შეფასებები აფრიკაში და სხვა რეგიონებში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის (Mpox) საერთაშორისო გავრცელების პოტენციალის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის შემთხვევები ფიქსირდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 10 წელზე მეტია და ყოველწლიურად აღინიშნება შემთხვევების რაოდენობის სტაბილური ზრდა.
"გასულ წელს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. წელს ამ დროისთვის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 14 ათასზე მეტია. დაფიქსირდა დაავადებით 524 გარდაცვალება, რაც უკვე აღემატება გასულ წელს", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი გადადის თაგვების და ციყვების მსგავსი მღრღნელებიდან ან ინფიცირებული პირებიდან. ვირუსით გამოწვეულ გამონაყარზე შეხება, ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების და მსგავსი ნივთების გამოყენება, რომლებიც დაბინძურებულია ამ გამონაყარით და სხეულის სითხეებთან კონტაქტი გადადების მნიშვნელოვანი მიზეზებია.
დაავადების საწინააღმდეგოდ, რომელსაც არ გააჩნია მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი, გამოიყენება ანტივირუსული საშუალებები. დაავადებულების უმრავლესობას აქვს მსუბუქი სიმპტომები და მათი გამოჯანმრთელება რამდენიმე კვირაში ხდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რასიზმისა და დისკრიმინაციის შესახებ შეშფოთების გამო სახელი „მაიმუნის ყვავილის“ დაავადება (Monkeypox)“ 2022 წელს შეცვალა სახელი mpox-ით.
ნანახია: 383
მსგავსი სიახლეები
clickss