ირანმა კასპიის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა
მსოფლიო
14-08-2024 18:00
ირანმა განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში სამხედრო წვრთნები მოაწყო. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ცნობით, საზღვაო ძალების მიერ ორგანიზებული წვრთნები გუშინ, ადგილობრივი დროით 19:30-დან 20:30 საათამდე, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე გილანის პროვინციაში კასპიის ზღვაში ჩატარდა.
აღინიშნა, რომ სწავლება მოეწყო საზღვაო ძალების თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით.
ირანის რევოლუციის გვარდიის კორპუსმა ასევე მოაწყო 3 დღიანი წვრთნები ქვეყნის დასავლეთში 11-13 აგვისტოს.
ნანახია: 345
მსგავსი სიახლეები
clickss